14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

A+
A-

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული უამრავი ბარიერი აფერხებს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების სრულად რეალიზებას და სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებილ რეაგირებას საჭიროებს.

არსებულ მწვავე საკითხებს შორის, დღეს გვინდა გამოვყოთ დროული და სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხი, ვინაიდან შეუძლებელია ეფექტიანი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელება ქვეყანაში მოქმედი ე.წ. სამედიცინო მოდელის ვითარებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შექმნილი იყო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხზე. ამ ჯუფის მუშაობა ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ მოდელის ცვლილება დროში კვლავ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

მიუხედავად, არსებული რთული მდგომარეობისა, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადაში აღადგინოს ჯგუფის მუშაობა და დაგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისთვის!

მოგიწოდებთ თანამშრომლობისაკენ!  

ნუ გვიდგენთ დიაგნოზს, შეაფასეთ ჩვენი შესაძლებლობები და საჭიროებები! 

სხვა რესურსები

  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით

  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის კანონზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

  • მნიშვნელოვანი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის