შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ

A+
A-

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის (შემდგომში „კომიტეტი“) 2019 წლის 3 ივლისის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის წინადადების საფუძველზე დაინიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში „შშმ“) ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე.

თემატური მოკვლევის საკანონმდებლო საფუძველია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლი და ის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის შესახებ ეცნობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

თემატური მოკვლევის ჯგუფი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრების შემდეგი შემადგენლობით: სოფო კილაძე, გიორგი ტუღუში, ანრი ოხანაშვილი, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და დავით მათიკაშვილი.

ჯგუფის ხელმძღვანელად და მთავარ მომხსენებლად დამტკიცდა რატი იონათამიშვილი.

 

 

სხვა რესურსები

  • “სპეციალური მოსარჩელე” საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში

  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები

  • საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ