3 დეკემბერს, საზოგადოებრივი აქცია - „სოლიდარობის მატარებელი“ გაიმართა

A+
A-

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს, საზოგადოებრივი აქცია - „სოლიდარობის მატარებელი“ გაიმართა. ეტლით მოსარგებლე პირებმა თავის მხარდამჭერებთან ერთად ცოცხალი მატარებელი გააკეთეს და ვაკის სამების ტაძრიდან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზამდე ერთობლივი მსვლელობა მოაწყეს.

აქცია  შესაძლებლობათა შეზღუდვის თემის პოპულარიზაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გააქტიურებას, ინტერესებისა და უფლებების დაცვას ისახავდა მიზნად.

გზაზე, შესაძლებლობათა შეზღუდვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სადგურები მოეწყო (დასაქმება, უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი ცხოვრების პოულარიზაცია, ხელმისაწვდომი ტურიზმი და სხვა...), რომლის დროსაც აქციის მონაწილეები გამვლელებს სპეციალურ ფლაერებსა და სამკერდე ნიშნებს ურიგებდნენ და აცნობდნენ სეზღუდული შესაძლებლობის მქოენ პირთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

სოლიდარობის მატარებელის ბოლო გაჩერება ფილარმონიასთან მოეწყო, სადაც ეტლით მოსარგებლე პირებმა სპეციალური საჩვენებელი ნომრები დადგეს, რითაც დამოუკიდებელ და აქტიურ ცხოვრებას გაუწიეს პოპულარიზაცია. წარმოდგენაში ჩართვა უბრალო გამვლელებსაც შეეძლეოთ. სულ სოლიდარობის მატარებელში 30 ეტლით მსოარგებლე პირი და 50-ზე მეტი მხარდამჭერი იღებდა.

ღონისძიების ბოლოს კი, თბილისი ივენტ ჰოლში ოფიციალური მიღბა გაიმართა, სადაც დათო არჩვაძესთან და გიორგი სუხიტაშვილთან ერთად სმენადაქვეითებული და უსინათლო მუსიკოსები წარსდგენ.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უცხადებს  თბილისის როტარაკტ კლუბისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წევრებს.

 

 

სხვა სიახლეები

მინი მასტერკლასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

როგორ უნდა მივიღოთ მექანიკური ან ელექტრო ეტლი?