საქართველოში პირველად ეტლით მოსარგებლე პირებმა ბოულინგი ითამაშეს

A+
A-

10 მარტს, „ბოულინგ ცენტრალში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი მეგობრების (გოგა ჩანადირი, დუტა სხირტლაძე, ანი ქორქია, ლიკა ქორქია, თიკო სადუნიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, მარი, გოშხეთელიანი, მაკო ჯაოშვილი, ლაშა დვალიშვილი, დათო მინაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ზურა ხარხელაური, მამუკა ქაცარავა, გოგი ჩაჩანიძე) მონაწილეობით ბოულინგში ტურნირი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა 14-მა ეტლით მოსარგებლე პირმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ მიიღო. თითოეული მათგანი ქართული წარმოების საინვალიდო ეტლზე („ყველგანმავალი“)  დაჯდა და ისე ცდილობდა საკუთარი სტრაიკის მოხსნას.

გოგოებში მაკო ჯაოშვილის და სალომე გარუჩვას გუნდი გახდა საუკეთესო, ხოლო ვაჟთა თანრიგში ლაშა კოტაშვილი და ზურა ხარხელაური. ყველაზე მეტი ქულა თეა შამათავამ დააგროვა, რომელმაც ტურნირში მონაწილეობით თავისი ბავშვობის ოცნება - ბოულინგის თამაში აიხდინა.

ბოულინგის ტურნირი გაიმართება პროექტის  - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - ფარგლებში, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახორციელებენ და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზით თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის საკოორდინაციო საბჭომ ქ. თბილისის საკრებულოს პატრონაჟით გამართა. გენერალური სპონსორი იყო „აჭარაბეთი“, მხარდამჭერები: მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის, საქართველოს ბოულინგის ფედერაცია და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სპონსორები: გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია, ფარმაცევტული კომპანია “ავერსი“,  TAV GEORGIA, კომპანია „გალაქსი“ და „სოკარი ქართლი გაზი“, მონაწილეებისთვის საჩუქრები დააწესა კომპანია „ჯეოსელმა“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მათი სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობაა, ამ მიზნით პროექტის ავტორები და ორგანიზატორები, მხარდამჭრთა დახმარებით, მომავალშიც არერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ, რომლებშიც უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი იქნება ჩართული.

 

 

სხვა სიახლეები

სექსუალობა შეზღუდული შესაძლებლობის მოდელების ჭრილში

მინი მასტერკლასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის