შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან

A+
A-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის თემა საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა გახლდათ. განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული შენობებისა და გზების მშენებლობის დრო ე.წ. პანდუსების გაკეთებაზე გამახვილდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო  ყველა პროექტის განხორციელების დროს ითვალისწინებს, მათ შორს ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს, სადაც უკვე არსებობს დასვენებისა და მომსახურების კომპლექსები, რომელიც აღჭურვილია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ასევე, ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და სხვა მშენებლობების დროს. 

მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება და სამინისტრო ტენდერების გამოცხადებისა თუ პროექტების განხორციელებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე  მომავალშიც იზრუნებს.

 

 

 

სხვა სიახლეები

კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ მოწყობილ რეგიონალურ კონსულტაციაში

ვიდეოკონფერენციის აპლიკაციებისა და სერვისების მისაწვდომობის მიმოხილვა