საერთაშორისო კანონმდებლობა

კატალინა დევანდას-აგილარის ანგარიში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხზე ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის კატალინა დევანდას-აგილარის აღნიშნული ანგარიში ეხება შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიურ პოლიტიკას. ანგარიში წარედგინა გენერალურ ასამბლეას ადამიანის უფლებათა საბჭოს N26/20 რეზოლუციის შესაბამისად.  

მუხლი 24 - ინკლუზიური განათლების უფლება

24-ე მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების მიღების უფლების რეალიზება ყველა საფეხურზე განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით, მათ შორის სკოლამდელი აღზრის დაწესებულებებში, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, პროფესიული განათლებისა და უწყვეტი განათლების დაწესებულებებში, კლასგარეშე და სოციალურ საქმიანობებში, ყველა სტუდენტისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.     

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ მიღებული ზოგადი კომენტარი N2

ა(ა)იპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ითარგმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ მიღებული ზოგადი კომენტარი N2 - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების კონვენციის მე-9 მუხლთან (ხელმისაწვდომობა) დაკავშირებით.    

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია (კონვენციის კომიტეტის სამდივნოს დოკუმენტი)

დოკუმენტი მომზადდა კონვენციის კომიტეტის სამდივნოს მიერ სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობით. ექსპერტების მოსაზრებები შეგროვებული იყო კომიტეტთან არსებული ბიუროს მიერ, იმისთვის რათა ხელი შეეწყოს მომავალ კონფერენციაზე კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის შესახებ დისკუსიას.

დამოუკიდებელი ცხოვრება და თემში ჩართულობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის სამართლებრივი ანალიზი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციამ სათავე დაუდო პარადიგმულ ცვლას შეზღუდული შესაძლებლობის კონტექსტში. კონვენცია ასახავს მნიშვნელოვან სიახლეებსა და ცვლილებას, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა “სამართავ ობიექტებად” აღქმა და მოპყრობა ჩაანაცვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართალსუბიექტებად აღქმით, რომელთაც გააჩნიათ თანასწორი უფლებები და თანასწორ პატივისცემას იმსახურებენ.    

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ განხილული საჩივრები

აღნიშნული წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებათა კრებულს  კომიტეტში წარდგენილ კერძო საჩივრებთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის საქმიანობას, განსაკუთრებით კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კერძო საჩივრებთან დაკავშირებით აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა კონვენციის კონკრეტული მუხლების, დებულებების სწორად გააზრებისთვის, მათი სწორი ინტერპრეტირებისთვის, რათა პრაქტიკაში თავიდან ავირიდოთ კონვენციის ძირითადი პრინციპების და იდეის სხვაგვარი განმარტება.