"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

A+
A-

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ეხმაურება 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ვგმობთ გუშინ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და მედიის წარმომადგენლებზე და მივიჩნევთ, რომ ყველა პირი, რომელმაც ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა, კანონის სრული უზენაესობის დაცვით სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. 

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" სოლიდარობას უცხადებს ყველა ადამიანს, რომელსაც შეეზღუდა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ან ხელი შეეშალა სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებაში. 

 

 

სხვა რესურსები

  • საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი მთავრობას მიმართავს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისის აღნიშვნას

  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით