ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფმა ტრენინგი ჩაატარა

A+
A-

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფმა ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წვერებთან ტრენინგი ჩაატარა.

სემინარი შეზღუდული შესაძლებლობის თემას შეეხებოდა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა ტრენინგის მონაწილეებთან ერთად, მისაწვდომობაზე, უნივერსალურ დიზაინზე, გონივრულ მისადაგებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, ტერმინებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სოციალურ და სამედიცინო მოდელებზე ისაუბრეს.

აღნიშნული თემების გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა არსებულ გამოწვევებსაც. ტრენერებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათი ოჯახის წევრებმა, საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებიც განიხილეს.

ადვოკატირების ჯგუფები ორწლიანი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში მუშაობენ.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

სხვა სიახლეები