შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფები ამუშავდა

A+
A-

თბილისში, აჭარასა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფები ამუშავდა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის, გენდერული და ეთნიკური ნიშნით წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს გამოავლენენ, მოამზადებენ სარჩელს და საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობას სასამართლოში.

დისკრიმინაციის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მოგვმართეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:

  • თბილისი: 591 06 02 02
  • აჭარა: 591 08 02 02 
  • კახეთი: 591 02 06 06

ადვოკატირების ჯგუფები მუშაობენ ორწლიანი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები