თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის

A+
A-

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით  პროექტის “თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის” ფარგლებში კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” (CIL), World Vision საქართველოსთან ერთად ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (SC) განმახორციელებელ პარტნიორს წარმოადგენს.

მიზანი: "თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის" სამწლიანი პროექტია.  პროექტის მიზანია გააუმჯობესოს შესაბამისი პირობები საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრული ჩართულობისა და მათთვის თანანარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს კოორდინაციას მთავრობას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია შეიქმნას. პროექტის სამიზნე ჯგუფებია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები თბილისში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.

სამიზნე ჯგუფები და პროექტის განხორციელების ადგილები:

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები თბილისში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.

განხორციელების პერიოდი:

2006 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე

ამოცანები:

მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა ფიზიკური და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების ჩამოყალიბება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (CIL) ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციებისა (DPO) და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) გაზრდილი შესაძლებლობა პროექტების ეფექტურად მართვისა და განხორციელებისათვის

გაზრდილი კოორდინაცია სამთავრობო და საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგიები შემუშავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე რეაგირებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაზრდილი მონაწილეობა არჩევნებში ადგილაბრივ და ცენტრალურ დონეზე

საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭირაებების შესახებ.

მთავარი ღონისძიებები / მიღწევები:

მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ბავშვებისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ახლო ურთიერთობით, პროექტის მიერ შემუშავდება სასწავლო პროგრამები, სტანდარტები და მეთოდოლოგიები სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესებისათვის. პროექტის მიერ შემუშავებული პროგრამები და სტანდარტები წარედგინება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად, რათა მოხდეს მათი დანერგვა სმენადაქვეითებულ ბავშვებთა სპეციალურ სკოლაში.

ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა ფიზიკური და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კავშირში, შეირჩევა ორი საჯარო სკოლა  ქუთაისში, იმერეთის რეგიონში, ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის. მოხდება განვითარებულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ინკლუზიური განათლების მოდელების შეფასება და ასევე მოეწყობა სასწავლო ვიზიტი შერჩეულ ქვეყანაში, რათა პროექტის წევრები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ახლოს გაეცნონ ინკლუზიის პრაქტიკულ ასპექტებს. ინკლუზიური განათლების მოდელი შემუშავდება ან მოხდება უკვე არსებულის ადაპტირება საერთაშორისო გამოცდილების  გათვალისწინებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სულ მცირე 10 ბავშვი იქნება ჩართული სასწავლო პროცესში.

სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების ჩამოყალიბება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. იმერეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ჩამოყალიბდება სოციალური რეაბილიტაციის მომსახურება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, გამოკვლეული და შერჩეული ბავშვები დახმარებას მიიღებენ კვალიფიციური პერსონალის  მიერ (ფიზიკური, მეტყველებისა და ოკუპაციური სპეციალისტები, ასევე ფსიქოლოგი).

ტრენინგების მოწყობა განმახორციელებელი პარტნიორისათვის CIL, რათა გაიზარდოს მათი ორგანიზაციული შესაძლებლობები შეზღუდული შესჿძლებლობის მქონე ადამიანების კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გაიმართება ტრენინგები და კონსულტაციები მართვისა და სამოქმედო საკითხებზე „გადავარჩინოთ ბავშვები“-ის მიერ. ასევე, „გადავარჩინოთ ბავშვები“ უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებულ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს.

გამოცხადდება მოთხოვნა განაცხადების ჩაბარების შესახებ მცირე გრანტების მისაღებად, რათა გაძლიერდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციებისა (DPO) და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) შესაძლებლობები; აღნიშნულის მიზანია მოხდეს ადვოკატირება შეზღუდული შესაძლებლების მქონე პირთა სრული ინკლუზიისა და თანასწორობისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციებისათვის გაიცემა სამი გრანტი ტექნიკური დახმარების კუთხით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაიცემა ხუთი გრანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების დასაცავად.

შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა სათანადო პოლიტიკის შესამუშავებლად და სტრატეგიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „შეზღუდული შესაძლებლობების საკითხზე მომუშავე ეროვნული სამუშაო ჯგუფი“-ს მიერ, რომელიც შედგება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემუშავდა  რეკომენდაციები, რაც მოიცავს ა) პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვროს შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ ბ) სტრატეგიულ მიზნებსა და გ) შემოთავაზებულ ცვლილებებს სამთავრობო სტრუქტურებსა და ფუნქციურ შესატყვისობაში, რათა დაკმაყოფილდეს სტრატეგიული პრიორიტეტები. შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინება საქართველოს მთავრობას. 

პროექტი ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისავის შესაბამისი გარემოს შექმნას, რათა მათ მოახერხონ ხმის მიცემა. მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება საარჩევნო კომისიებთან. იმისათვის რომ, საარჩევნო ოფიციალურმა პირებმა უკეთესად გაუწიან მომსახურება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ამომრჩევლებს, ორგანიზებული იქნება ტრენინგი საარჩევნო კომისიების წევრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გაიმართება ტრენინგი მათ საარჩევნო უფლებებზე. ასევე მოეწყობა შეხვედრები ყველა წამყვან პოლიტიკურ პარტიასთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან.