მუხლი 19 - განმარტებითი ინდიკატორები დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ცხოვრებაში ჩართვის შესახებ

A+
A-

კონვენციის მე-19 მუხლი დამოუკიდებელ ცხოვრებას ეხება და მიუთითებს, რომ ყველა შშმ პირს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ეს დებულება თავისთავად გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების (ფსიქიატრიული დაწესებულებების, პანსიონატების, დიდი ზომის ბავშვთა სახლების) დაშლას  და იქ მცხოვრებთა საზოგადოებაში ინკლუზიას, მათ შორის, მცირე ტიპის საცხოვრისების/მომსახურებების შექმნის გზით.

კონვენციის მე-19 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ასევე ავალდებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის აუცილებელი, თემზე დაფუძნებული სხვა სერვისებისა და მომსახურების თანაბარ მისაწვდომობას. ასეთი სერვისები შეიძლება იყოს: პირადი ასისტირება, საოჯახო, შინ მოვლისა და რეაბილიტაციის სერვისი, კრიზისული ინტერვენცია, მობილური გუნდის მომსახურება და სხვა.

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.