სიახლეები
ეტლით მოსარგებლე პირებმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინეს ბეჭდვა ელფოსტა
487546_10201411641602640_1121390287_n.jpg2013 წლის 12 მაისს, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - ხუთმა ეტლით მოსარგებლე პირმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინა! გაფრენის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა: "მინდა, ყველა ჩემს მეგობარს მივულოცო ეს წარმატება! ყველას გვახსოვდეს, რომ შესაძლებლობებს შეუზღუდვია და არავის აქვს უფლება ჩვენი შესაძლებლობები ვერ დაინახოს, ხოლო საჭიროებები და ინტერესები არ გაითვალისწინოს! მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად არაერთი ჩვენი მეგობარი გადმოფრინდა და ყველა მათგანისთვის ეს პირველი იყო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს: გოგა კოხრეიძეს, თიკო რევაზაშვილს, ირმა ხეცურიანს, გიგა არველაძეს, ნიკა დონჯაშვილს, დიანა ველენგურსკაიას, გოგი ჩაჩანიძეს, შაკო მაისურაძეს, ლევან ტალახაძეს, გია ძნელაძეს, თამუნა ნადირაძეს, ნანიკო ხაზარაძეს, ხატია გავაშელს, პარაპლანის ფედერაციას, ინსტრუქტორებს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში! ასევე, განსაკუთრებული მადლობა, კომპანია "თეგეტა მოტორსს" მხარდაჭერისთვის. თეგეტა მოტორსი იყო ღონისძიების ერთადერთი და გენერალური სპონსორი". ეს იყო პირველი პრეცედენტი მთლიანად საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორიაში, რის შედეგებსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენთაგანი დღითიდღე უფრო მეტად ვიგრძნობთ!"

დაწვრილებით...
შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა ბეჭდვა ელფოსტა
img_7958.jpg2013 წლის 12 მაისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მომუშავე 75-მა ორგანიზაციამ გაიარა. ყრილობის მთავარი მიზანი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების არჩევა იყო.
დაწვრილებით...
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შშმ ამომრჩეველს შეხვდნენ ბეჭდვა ელფოსტა
img_7295.jpg2013 წლის 16 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ინფორმაციის გაცვლა.
დაწვრილებით...
შშმ პირები 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ბეჭდვა ელფოსტა
564512_647296491952380_364710772_n.jpg2013 წლის 5 აპრილს, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და ცენტრალური საარჩევნო კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დეტალურ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.
დაწვრილებით...
შეხვედრა აშშ-ს საელჩოში ბეჭდვა ელფოსტა
img_0250.jpgაშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ავღანეთის მისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და უფლებადამცველები საელჩოში ოფიციალურ მიღებაზე მიიწვია.
დაწვრილებით...
შშმ პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად ბეჭდვა ელფოსტა
treningi-1.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას თბილისსა და რეგიონებში. ამ მიზნით 14-დან 20 მარტის ჩათვლით შშმ პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სასტუმრო „დიდუბე პლაზაში“ სამი ტრენინგი ჩაუტარდათ.
დაწვრილებით...
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება ბეჭდვა ელფოსტა
kreba-1.jpg2013 წლის 21 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება გაიმართა. კრებაზე, რომელსაც 84 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბწოში სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების არჩევის წესი განიხილებოდა.
დაწვრილებით...
რიჩარდ ნოლანდი: თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბეჭდვა ელფოსტა
elchi_1.jpg2013 წლის 12 მარტს  აშშ-ს  ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გაიმართება კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეტლების სოციალურ საწარმოში გაიამრთა,პრეზენტაციას, აშშ-ს ელჩთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაწვრილებით...
საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წელი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა ბეჭდვა ელფოსტა
eng--geo_.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიესალმება 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადებას და ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
დაწვრილებით...
შშმ პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ბეჭდვა ელფოსტა
yewsfidvaqrhbpbnnqta.jpg2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2012 წლის ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგი განხორციელდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Disability Rights International“-თან პარტნიორობითა და  „ღია საზოგადოება - საქართველოს“  ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>

შედეგები 41 - 50 - სულ 327