სიახლეები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცესები გამარტივდა ბეჭდვა ელფოსტა
xaratishvili.jpgშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
დაწვრილებით...
შეუზღუდავი არჩევანის უფლება ბეჭდვა ელფოსტა
img.jpg2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ემზადებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოახლოებული არჩევნები შედარებით ხელმისაწვდომსა და თანაბარ გარემოში ჩატარდება, თუმცა, ბევრი სასარგებლო სიახლის მიუხედავად, საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც თავს არიდებს  უბანზე მისვლას და საარჩევნო ყუთის შინ მიტანას მოითხოვს. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა იცოდნენ ინვალიდობის მქონეებმა და საუბნო კომისიის წევრებმა იმისათვის, რომ არჩევნები ხელმისაწვდომ და თანაბარ გარემოში ჩატარდეს?
დაწვრილებით...
კოალიციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო საჭიროებების კვლევა დაიწყო ბეჭდვა ელფოსტა
untitled.jpg2012 წლის საპრალამენტო არჩვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო საჭიროებების დადგენის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას დაიწყო.
დაწვრილებით...
თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერების პრეზენტაცია გაიმართა ბეჭდვა ელფოსტა
phpthumb_generated_thumbnailjpg.jpgთბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საკონსულტაციო ოთახი მოეწყო. ნებისნიერ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის მოსმახურება  რიგის გარეშე იქნება  შესაძლებელი. დღეს თბილისი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერების პრეზენტაცია  გაიმართა.   
დაწვრილებით...
ფოტო გამოფენა – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ბეჭდვა ელფოსტა
img_1127.jpg14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს საქართველოში, ეხპო ჯორჯიაში (3–ე პავილიონი) გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე – აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ფოტოკონკურსში გამარჯვებული და პროექტის – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიებების ამსახველი 70 ფოტოსურათი. ფოტო–გამოფენის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამოუკიდებელი ცხოვრების პოპულარიზაცია და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის მოტივაციის გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
დაწვრილებით...
თბილისის ღია პირველობა მშვილდოსნობაში ბეჭდვა ელფოსტა

_dsc4906.jpg10 ივნისს, „ვარდების ბაღში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით თბილისის ღია პირველობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 40–მა ეტლით მოსარგებლე პირმა მიიღო. ისინი ფინალში ცნობილ სახეებთან (სოფო ბედია, ია დანელია, მაკო მეტრეველი, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ლაშა კერვალიშვილი, ოთო კოვზირიძე, ნიკა არაბიძე) ერთად დაწყვილდნენ და ისე შეეცადნენ საპრიზო ადგილების მოპოვებას.საბოლოდ ქალთა წყვილში თინა ბრეგვაძემ და ია დანელიამ გაიმარჯვეს, ხოლო მამაკაცებში ოთო ნემსაძემ და გიორგი ამაშუკელმა.

დაწვრილებით...
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იურიდიული დახმარებით სარგებლობა მარტივდება ბეჭდვა ელფოსტა
a5523.jpgიურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ირაკლი კობიძემ და ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დაწვრილებით...
წვყილთა ავტორბოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით ბეჭდვა ელფოსტა
rally-1.jpg20 მაისს, თბილისში, კოსტავას გამზირი, სააკაძის მოედნიდან მორკინალამდე, პირველად ჩაიკეტა. ამის მიზეზი ამ ავტორბოლის გამართვა იყო რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პროფესიონალი ავტომბროლელები და მათი მეგობრები იღებნენ. ავტორალის მიზანი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოულარიზაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზით თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.
დაწვრილებით...
"ყველგანმავალი" – დამზადებულია საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა
img_8968.jpg26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია საქართველოში" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მიიღო. კოალიციის მიერ საზოგადოების წინაშე აქტიური ტიპის საინვალიდო ეტლები, ბალიშები და პორტატული პანდუსები იყო გამოტანილი.
დაწვრილებით...
თსუ–ში სტუდენტებთან ტრენინგი გაიმართა ბეჭდვა ელფოსტა
tsu_1.jpg22 მაისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოაილიცამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს 32 მომავალი სოც. მუშაკი ესწრებოდა და ის თავად სტუდენტების თხოვნითა და სოც. მუშაკის თეონა ფარჯიანის ორგანიზებით გაიმართა.
დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>

შედეგები 61 - 70 - სულ 328