სიახლეები
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის განცხადებას ავრცელებს Print E-mail

eng--geo_.jpgსაქართველოს პარლამენტში, 2013 წლის 11 ივნისს, იურიდიული კომიტეტის მიერ, გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირების ჩაგდება, მიგვაჩნია, არაპოზიტიურ მოვლენად. აღსანიშნავია, რომ „კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები, არ ესწრებოდნენ 11 ივნისის შეხვედრებს კომიტეტებში, რადგან ჩვენთვის წინასწარ არ იყო ცნობილი, თუ იურიდიული კომიტეტი  კონვენციის რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, ხოლო არასამთავრობო სექტორიდან დამსწრე 3-4 წარმომადგენელმა, მათი გამოუცდელობის გამო, სრულფასოვნად ვერ განახორციელეს უფლებების დაცვა.

Read more...
რატი იონათამიშვილი და ქეთევან ზაზანაშვილი - სპორტული ცეკვის პირველი პარაწყვილი საქართველოში Print E-mail
paradance_1.jpg2013 წლის 26 მაისს, სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე "კავკასიის თას - 2013" მაყურებლის წინაშე სპორტული ცეკვის პირველი პარაწყვილი - ქეთევან ზაზანაშვილი და რატი იონათამიშვილი წარსდგენ, რომლებმაც რუმბა შეასრულეს. გამოსვლამ მაყურებლის საყოველთაო მოწონება და ოვაცია გამოიწვია. ეს იყო ეტლით მსოარგებლეთა სპორტული ცეკვის პირველი პრეცედენტი საქართველოს სპორტული ცეკვების ისტორიაში ოფიციალურ დონეზე, რასაც შემდგომი განვითარება აუცილებლად მოჰყვება.
Read more...
ეტლით მოსარგებლე პირებმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინეს Print E-mail
487546_10201411641602640_1121390287_n.jpg2013 წლის 12 მაისს, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - ხუთმა ეტლით მოსარგებლე პირმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინა! გაფრენის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა: "მინდა, ყველა ჩემს მეგობარს მივულოცო ეს წარმატება! ყველას გვახსოვდეს, რომ შესაძლებლობებს შეუზღუდვია და არავის აქვს უფლება ჩვენი შესაძლებლობები ვერ დაინახოს, ხოლო საჭიროებები და ინტერესები არ გაითვალისწინოს! მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად არაერთი ჩვენი მეგობარი გადმოფრინდა და ყველა მათგანისთვის ეს პირველი იყო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს: გოგა კოხრეიძეს, თიკო რევაზაშვილს, ირმა ხეცურიანს, გიგა არველაძეს, ნიკა დონჯაშვილს, დიანა ველენგურსკაიას, გოგი ჩაჩანიძეს, შაკო მაისურაძეს, ლევან ტალახაძეს, გია ძნელაძეს, თამუნა ნადირაძეს, ნანიკო ხაზარაძეს, ხატია გავაშელს, პარაპლანის ფედერაციას, ინსტრუქტორებს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში! ასევე, განსაკუთრებული მადლობა, კომპანია "თეგეტა მოტორსს" მხარდაჭერისთვის. თეგეტა მოტორსი იყო ღონისძიების ერთადერთი და გენერალური სპონსორი". ეს იყო პირველი პრეცედენტი მთლიანად საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორიაში, რის შედეგებსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენთაგანი დღითიდღე უფრო მეტად ვიგრძნობთ!"

Read more...
შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა Print E-mail
img_7958.jpg2013 წლის 12 მაისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მომუშავე 75-მა ორგანიზაციამ გაიარა. ყრილობის მთავარი მიზანი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების არჩევა იყო.
Read more...
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შშმ ამომრჩეველს შეხვდნენ Print E-mail
img_7295.jpg2013 წლის 16 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ინფორმაციის გაცვლა.
Read more...
შშმ პირები 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე Print E-mail
564512_647296491952380_364710772_n.jpg2013 წლის 5 აპრილს, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და ცენტრალური საარჩევნო კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დეტალურ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.
Read more...
შეხვედრა აშშ-ს საელჩოში Print E-mail
img_0250.jpgაშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ავღანეთის მისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და უფლებადამცველები საელჩოში ოფიციალურ მიღებაზე მიიწვია.
Read more...
შშმ პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად Print E-mail
treningi-1.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას თბილისსა და რეგიონებში. ამ მიზნით 14-დან 20 მარტის ჩათვლით შშმ პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სასტუმრო „დიდუბე პლაზაში“ სამი ტრენინგი ჩაუტარდათ.
Read more...
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება Print E-mail
kreba-1.jpg2013 წლის 21 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება გაიმართა. კრებაზე, რომელსაც 84 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბწოში სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების არჩევის წესი განიხილებოდა.
Read more...
რიჩარდ ნოლანდი: თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ Print E-mail
elchi_1.jpg2013 წლის 12 მარტს  აშშ-ს  ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გაიმართება კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეტლების სოციალურ საწარმოში გაიამრთა,პრეზენტაციას, აშშ-ს ელჩთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Read more...
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Results 41 - 50 of 329