მისია ბეჭდვა ელფოსტა

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამისათვის, კოალიცია ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ ჩაანაცვლოს თანამედროვე მიდგომებით, რაც გულისხმობს: შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო, კანონმდებლობა და არა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცალკეული ადამიანი.

კერძოდ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ცდილობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და ინსტიტუციურ განვითარებას, რომელთა საქმიანობაც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვასა და მომსახურებაზე.

კოალიცია საერთაშორისო ნორმებისა და კონვენციების დაყრდნობით, ეროვნულ დონეზე,  ხელს უწყობს კანონმდებლობისა და აღსრულების სახელმწიფო სისტემის სრულქმნას. აგრეთვე ფიზიკურ გარემოში თავისუფალი დიზაინის დანერგვასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის პოპულარიზაციას.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აღიარებს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში.