საქართველოს საარჩევნო კოდექსი ბეჭდვა ელფოსტა
კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.