198-ე საჯარო სკოლაში პირველი ინტეგრირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა ბეჭდვა ელფოსტა
teona_001.jpg22 აპრილს ქ. თბილისში, 198-ე საჯარო სკოლაში პირველი ინტეგრირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე ბავშვები თავის ინვალიდობის არმქონე თანატოლებთან ერთად შეძლებენ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას და ფიზიკურ გამაჯანსაღებელ ვარჯიშს.
 
სპორტული დარბაზის გახსნა შესაძლებელი გახდა პროექტის "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის" ფარგლებში, რომელსაც საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”მშობელთა ხიდი” ახორციელებს და რომლის მიზანიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფაა.

სპორტული დარბაზის ღონისძიების გახსნისას სიტყვით საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”მშობელთა ხიდის” teona_006.jpgდამფუძნებელი და 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სხვა ოფიციალური პირები გამოვიდნენ. სტუმრებს შორის კი ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტარი გიორგი ასანიძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ teona_009.jpgთოიძე, განათლების სამინისტრო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები , სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ოდიციალური მხარის შემდეგ, სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრებს სპორტული და შემოქმედებითი ნომრები შესთავაზეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიეს, რომ თანაბარი პირობების შექმნის შემთხვევაში, ყველა ბავშვს ეძლევა საშუალება სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებაში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებაში და საკუთარი ქვეყნის აქტიური და სრულუფლებიანი მოქალაქე გახდეს.