ბეჭდვა ელფოსტა

(გამოქვეყნებულია

საქართველოს საკანონმდებლო

მაცნე 1999 წელი - N22(29))

 

 

საქართველოს კანონი

 

საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების შესახებ

          

 საქართველოს საგზაო მოძრაობის

წესების დანართი

 

I. საგზაო ნიშნები

 

„საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ”

საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად

 

3.1. „შესვლა აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სახის სატრან-სპორტო საშუალების შესვლა მოცემული მიმართულებით).

3.2. „მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სახის სატრან-სპორტო საშუალების მოძრაობა).

3.3. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია”.

3.28. „დგომა აკრძალულია” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა).

3.29. „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.

3.30. „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”

 

 

ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე;

ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში  სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე;

გ) 3.28–3.30 ნიშნებისა – ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი;

დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე;