Logo Disability.ge
GeorgianEnglish
კალენდარი
« ივლისი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
USAID
Save the Children
OSCE
WID
usinatlo
თანადგომა
geoshoes
Disability.ge მთავარი

"მის მსოფლიო სმენადაქვეითებული 2010-ის" შესარჩევ კონკურსში ნინო კახაძემ გაიმარჯვა ბეჭდვა ელფოსტა

dsc_0300.jpg 16 დეკემბერს ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" "მის მსოფლიო სმენადაქვეითებული 2010-ის" შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორებიც ქ. თბილისი მერია და საქართველოს ყრუთა კავშირი იყვნენ. სპონსორები:მობილური კავშირგაბმულობის კომპანია მაგთიკომი და მაღაზიათა ქსელი ვულე ვუ ხოლო ოქროს სპონსორი საქართველსო ზარაფხანა იყო. 

კონკურსში  12 გოგონა მონაწილეობდა. კონკურსანტები მაყურებლის წინაშე სპორტული სტილით,  გასული საუკუნის 20-იანი წლების კლასიკური სამოსითა და  საღამოს კაბებით წარდგნენ. დამსწრე საზოგადოებისათვის მოეწყო თეატრალური წარმოდგენა., რომელშიც კონკურსანტი გოგონებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურის, საკმაოდ გაუჭირდა.

გამარჯვებული ნინო კახაძე საქართველოს "მის მსოფლიო სმენადაქვეითებულზე" წარადგენს, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ხოლო გაისად მას თბილისი უმასპინძლებს.
 
საქართველოს უკვე აქვს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება - 2009 წელს ქ. პრაღაში გამართულ მის ევროპაზე  სმენადაქვეითებულ გოგონებს შორის ქართველმა ლამაზმანმა ნინო დავითინიძემ გაიმარჯვა.