2009
წლიდან კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ყველგანმავალი ეტლების წარმოება
საქართველოში დაიწყო. ეტლები ინდივიდუალური მორგებით, ადამიანის სიმაღლისა და წონის მიხედვით დამზადდება,
რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და მათი მობილურობისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია.
აქამდე საქართველოში ძირითადად ერთი ზომის და
სტანდარტის ეტლები ვრცელდებოდა, რაც დაახლოებით იგივე იყო, რომ ყველა ადამიანსთვის
ერთი ზომის ფეხსაცმელი იკერებოდეს. საქართველოში საინვალიდო ეტლების წარმოება დიდი
ხნის ოცნება იყო, რაც ამიერიდან რეალურ საქმედ იქცა.
ახალი საინვალიდო ეტლი უნიკალური კონსტრუქციისაა.
ის საუკეთესო საშუალებააა ხრიოკ, უსწორმასწორო გზებზე სიარულისას.არის მოქნილი მოძრაობაში, აქვს საუკეთესო
ბალანსი და ბორბლების ბრუნვა, რის გამოც ადვილად სამართავია. ამ ეტლით მოსარგებლე
ადამიანი დაზღვეულია ამოყირავებისგან, წაქცევისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
ისეთ გზებზე სიარულისას, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია. მას უკვე შეარქვეს
”ყველგანმავალი”, რადგანბარდიურების
გადალახვა, თუმოხრეშილ გზებზე სიარული
სხვისი დახმარების გარეშე,დამოუკიდებლად
არის შესაძლებელი.
ყველგანმავალი ეტლის კონსტრუქცია ეტლით მოსარგელბე
პირს, რალფ ჰოჩკისს ეკუთვნის, ხოლო პროექტის სულის ჩამდგმელები, მასთან ერთად,,
ბრუს ქურთისი და მარკ კრიზაკია, რომლებიც ერთი თვის მანძილზე საქართველოში
იმყოფებოდნენ და პირველი ნიმუშები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველ სპეციალისტებთან
ერთად ააწყეს.
ყველგანმავალი საინვალიდო ეტლები პროექტის -
საქართველოს ეტლების წარმოების ქსელის - ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელსაც
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პარტნიორ ორგანიზაციებთან - ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან (WID) და WhirlWind
Wheelchair-თან ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ეტლით მოსარგებლე
პირთა გააქტიურებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას. მისი განხორციელების არეალი
თბილისის გარდა შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონები ვრცელდება. პროექტში
დასაქმებულია 22 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რაც თანაბარი უფლებების
უზრუნველყოფის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.