Logo Disability.ge
GeorgianEnglish
კალენდარი
« ივლისი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
USAID
Save the Children
OSCE
WID
usinatlo
თანადგომა
geoshoes
Disability.ge მთავარი

სამწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია ბეჭდვა ელფოსტა

200906262202.jpgსამწლიან სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია

 

15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სამწლიანი სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულება გამოსცა (# 978, 2009 წლის 15 დეკემბერი, ქ. თბილისი)

 

სამწლიანი სამოქმედო გეგმის დაწერა შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის მიღების შემდეგ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 2 დეკემბერს უყარა კენჭი და ერთი მოსმენით მიიღო.

 

შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სამწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოში ამყარებს სრულიად ახალ ხედვასა და მიდგომებს, რომელიც  თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებან  მოდის ჰარმონიზაციაში. მან უნდა მოახდინოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გამოვლენა და მიღება, მოაგვაროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების და ექსპერტიზის პრობლემატიკა, გააუმჯობესოს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჟანმრთელობის დაცვის, რეაბილიტიაციისა და აბიტაციის საკითხები. სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სტატისტიკა და მონაცემთა ბაზა, მოხდეს ინფრასტურქტურის ადაპტირება და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მოხდეს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულურულ პროცესებში, განავითარდეს საინვალიდო სპორტი.