Logo Disability.ge
GeorgianEnglish
კალენდარი
« ივლისი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
USAID
Save the Children
OSCE
WID
usinatlo
თანადგომა
geoshoes
Disability.ge მთავარი

სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ხელი მოეწერა ბეჭდვა ელფოსტა

post-19-1141728326.jpgსაქართველოს მთავრობის # 231 დადგენილებით (15 დეკემბერი, ქ. თბილისი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ხელი მოეწერა.

 

საბჭოში შევიდნენ:

 

ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

კახა ბაინდურაშვილი -  საქართველოს ფინანსთა მინისტრი;  

ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;

დიმიტრი  შაშკინი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

ნიკა რურუა - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

 

 

საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვათ:

 

ოთარ თოიძეს - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს;

მაგდა ანიკაშვილს - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

ამირან ბატატუნაშვილს - ”საქართველოს ყრუთა კავშირის” წარმომადგენელს;

რეზო მაისურაძეს - ”საქართველოს უსინათლოთა კავშირის” წარმომადგენელს;

გიორგი ძნელაძეს - ”ინვალიდთა ლიგის” წარმომადგენელს;

ზაზა სიხარულიძეს - ”ღვთისშვილთა კავშირის” წარმომადგენელს;

მაია ლომიძეს - ”კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ მზრუნველობას რომ საჭიროებენ” წარმომადგენელს;

მაია ბიბილეიშვილს - ”ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოების” ასოციაციის წარმომადგენელს;

მადონა ხარებავას - კავშირი ”დეას” წარმოამდგენელს”.