Logo Disability.ge
GeorgianEnglish
კალენდარი
« ივლისი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
USAID
Save the Children
OSCE
WID
usinatlo
თანადგომა
geoshoes
Disability.ge მთავარი

ტენდერი სოციალური რეკლამის იდეასა და დამზადებაზე ბეჭდვა ელფოსტა
archevnebi-024.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, პროექტის "თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სოციალური სარეკლამო ვიდეო რგოლის სცენარის იდეასა და მის დამზადებაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" მიერ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და მაკლეინის ბავშვთა ასოციაციასთან (MAC) ერთად.

სოციალური ვიდეო რგოლი უნდა ემსახურებოდეს:

  • ინვალიდობის მქონე ადამიანების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების საკითხების პოპულარიზაციას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის, ადვოკატირების მნიშვნელობას;
  • საზოგადოებრივ ურთიერთობებში და სოციალურ გარემოში ინვალიდობის მქონე ადამიანთა დისკრიმინაციის პრევენციას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა "დამოუკიდებელი ცხოვრების იდეის" პოპულარიზაციას;
  • საზოგადოებაში ინვალიდობისა და ინვალიდობის მქონე პირთა მიმართ ობიექტური აზრის დამკვიდრებას.

ტენდერში მონაწილეობა:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა კოალიციაში ელექტრონული ან ბეჭდვითი სახით უნდა წარადგინონ:

  • რეზიუმე (CV) ან ინფორმაცია ორგანიზაციის (საინციატივო ჯგუფის) შესახებ;
  • სცენარის შინაარსი;
  • მათ მიერ გადაღებული სოციალური ვიდეო რგოლები.

ტენდერში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 8 თებერვალი 18:00 საათი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

0154 თბილისი, კედია ქ. 7
ტელეფონი: 356 609
მობილური: (899) 50 70 71
ელ. ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
საკონტაქტო პირი: რატი იონათამიშვილი