II გამოფენა - ფორუმი დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურა ბეჭდვა ელფოსტა

irina.jpgშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული II გამოფენა - ფორუმი, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ხელოვნების წარმომამადგენლებიც შედიოდნენ, ათ სხვადასხვა ნომინაციაში თერთმეტი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის მხოლოდ II გამოფენა - ფორუმის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა ცნობილი.

 

 

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:lesli.jpg

მარიკა ქოჩიაშვილი, ნომინაცია - ”საუკეთესო სტატია” (”ინიციალები ბავშვების ნაცვლად”, ჟურნ. ”ლიბერალი”, 2010 წლის 31 მარტი);

სულხან თურმანიძე და ვასილ ქართველიშვილი, ნომინაცია - ”საუკეთესო სოციალური ვიდეო რგოლი” (”თანაბარი უფლებები - თანაბარი შესაძლებლობები”, 2009 წ. თბილისი);

გიორგი გვიშიანი და ლევან თეთვაძე, ნომინაცია - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი (”როგორ ინგრევა კედელი”, 2010 წ.);

ბესო დარჩია, ნომინაცია - ”საუკეთესო ფოტოსურათი (”ზაფხულის ფოტო სესია”, თბილისი, კუს ტბა, 2010 წ.);

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ნომინაცია - ადგილობრივი არასამთავრობო undp.jpgორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი (”ხელმისაწვდომი არჩევნები თანაბარი უფლებებისთვის”, 2010 წ.);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ნომინაცია - საუკეთესო სახელმწიფო პროგრამა (,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა”);

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნომინაცია - საუკეთესო სახელმწიფო პროგრამა (”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში”);

 

განმუხურის საჯარო სკოლა, ნომინაცია - საუკეთესო ვიდეო რგოლი მოსწავლეებს შორის;lika.jpgrati_zarafxana.jpg

  

მაია ლომიძე, ნომინაცია - საუკეთესო ტელე-სიუჟეტი (3 დეკემბერს ”კურიერში” გასული სიუჟტისთვის ”მე-ანია”);

 

ანა გოგუაძე, ნომინაცია - საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტი (პროექტისათვის ”მე-ანია”);

 

ირინე ინასარიძე, ნომინაცია - წლის ინტერესთა დამცველი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის დაუღალავი შრომისთვის).

გარდა ზემოთჩამოთვლილი გამარჯვებულებისა, სპეციალური პრიზები გადაეცათ:

 

geocell.jpgომპანია ზარაფხანას მიერ მარიკა ქოჩიაშვილს, საზოგადოების ინფორმირებულობისა და სურათისათვის ”ჩემი საუკეთესო მეგობარი”; ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ინტერნეტ ტელევიზიის (ITV) ჟურნალისტს ნუცა კოპალიანს 2010 წლის 5 მარტს გასული სიუჟეტისთვის ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თანაბარი უფლებებისთვის”  (http://itv.ge/?p=52143) და ტყიბულის 6-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს გურამ ქასრაშვილს სოციალური რგოლისთვის ”...და მაინც ზედმეტადქცეული; მსოფლიოს ინვალიდობის ინსტიტუტმა (WID) ნომინაციაში "მოსწავლეებს შორის საუკეთესო ვიდეო რგოლი" მონაწილე ათივე სკოლა დააჯილდოვა მაღაზია მეგატექნიკსის ფასიანი ვაუჩერებით, ხოლო კომპანია ჯეოსელმა, რომელიც გამოფენა - ფორუმის უკვე ტრადიციული პარტნიორრი გახდა, თითოეული გამარჯვებული ჯეოსელ - ქონექთის პაკეტებით დააჯილდოვა.