2011 წელს ქართულენოვანი ხმოვანი სინთეზატორი შეიქმნება ბეჭდვა ელფოსტა

lasha.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საქართველოს უსინათლოთა კავშირთან ერთად გამოხატავს დიდ სიხარულს, რომ საქართველოში მცხორებ უსინათლოთა სანუკვარი ოცნების - ქართულევნოვანი ხმოვანი სინთეზატორის შექმნის საკითხი უკვე დადებითად არი გადაჭრილი.

საქართველოს უსინათლოთა კავშირი ძალიან დიდი ხანია იღწვოდა იმისთვის, რომ ქართულ ენაზე პირველი ხმოვანი პროგრამები, ”სინთეზატორები” შექმნილიყო. მსგავსი პროგრამები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უსინათლო ადამიანების მუშაობას კომპიუტერთან აბსოლუტურად ხელმისაწვდომს ხდის. მისი მეშვეობით მხედველების პრობლემის მქონე ადამიანებს უადვილდებათ, როგორც ცოდნის გაღრმავება, ასევე გართობას და სასურველი ინფორმაციის მოძიება,

დიდი ხნის მანძილზე საქართველოში ვერ ხერხდებოდა მსგავსი პროგრამების შექმნა, რამეთუ იგი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და 100 000 ევროს საჭირობეს.

პირველი ნაბიჯი ქართული ხმოვანი პროგრამების შექმნის საქმეში პოლონეთის საელჩომ გაიღო, რომელმაც გამოყო 40 000 ევრო აღნიშნული პროგრამის შექმნისთვის, კიდევ 8 ათასით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო დარჩენილი 52 ათასი დღემდე მოსაძიებელი ხდებოდა.

სულ ახლახანს კი, ჯგუფმა ”ქართუმ” ფასდაუდებელი  დახმარება აღმოუჩინა საქართველოში მცხოვრებ უსინათლო ადამიანებს და თანხა, რომელიც აკლდებოდა აღნიშნული პროგრამის შექმნას, თავისი ფონდიდან გამოყო.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან ერთად, დიდი მადლობას უხდის ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ქართულენოვანი ხმოვანი პროგრამების შექმნაში, განსაკუთრებით კი ”ქართუს” ჯგუფსა და პოლონეთის საელჩოს საქართველოში. თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე კიდევ ბევრი თაობები ვერ ისარგებლებდნენ იმ სერვისებით და საკომუნიკაციო საშუალებებით, რის გარეშეც დღეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ძალიან რთულია და ამით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი უსინათლო და მცირედ მხედველი ადამიანების სრულფასოვან და ღირსეულ თანაცხოვრებას ქართულ საზოგადოებაში.

ამიერიდა, პირველად საქართველოში, უსინათლო პირებისათვის 2011 წელს შეიქმნება სრულყოფილი ქართულენოვანი ხმოვანი კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშვალებითაც უსინათლო ადამიანებს ექნებათ საშვალება თავისუფლად იმუშაონ: ოპერაციულ სისტემებთან, საოფისე პროგრამებში  და ინტერნეტ სივრცეში.