მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის ბეჭდვა ელფოსტა
prime1.jpgდღეს გაზეთ პრაიმტაიმის პრესს-კლუბში ”მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემოსათვის” პირველი პრესკონფერენცია გამართა. მოძრაობა დაფუძნებულია თავისუფალი ადამიანების მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს, სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით, იზრუნონ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები - გადაადგილების, დასაქმების, თვითრეალიზაციის, კომუნიკაციის, ინფორმაცისა, თუ განათლების მიღების დროს.
 
პრესკონფერენციაზე, რომელზეც ჟურნალისტებს კითხვებზე მოძრაობის ლიდერები: გოგა კოხრეიძე, რატი იონათამიშვილი და გიორგი ახმეტელი პასუხობდნენ, წარმოდგენილ იქნა ფოტომასალა, საიდანაც ნათლად ჩანდა ის მდგომარეობა, რომელიც ფიზიკური გარემოსა და მთლიანად, ინფრასტრუქტურის ადაპტირების მხრივ არსებობს ქართულ რეალობაში. ისეთი ობიექტებიც კი, როგორებიცაა: ბანკები, აფთიაქები, დასასვენებელი ცენტრები, მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ობიექტები, რესტორნები, კინოთეატრები, გამაჯანსაღებელი, თუ გასართობი დაწესებულებები, სატრანსპორტო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, გამოუსადეგარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლად გადაადგილებისა, თუ სარგებლობისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ ლიდერები არ გეგმავენ მოძრაობის არასამთავრობო, ან რაიმე სხვა ტიპის ორგანიprime2.jpgზაციად ქცევას და საკუთარ საქმიანობას მომავალშიაც ყველასაგან დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხხმევითა და სახსრებით აპირებენ კანონის აღსრულებისა და თანაბარი გარემო-პირობების დამკვიდრების მიზნით.
 
უახლოეს მომავალში, მოძრაობის მიერ იგეგმება თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის საკუთარი სახსრებით ადაპტირება, რაც შექმნის პოზიტიურ პრეცენდენტს მომავალი თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით.
 
მოძრაობის დაწყებას პირველი შედეგები უკვე მოჰყვა - კერძოდ, კომპანია ”ბილაინის” წარმომადგენელმა თეონა ბაღდავაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბილაინმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ყველა ოფისს კეთილმოაწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის.
 
 
ფოტო-მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის გალერეაში.