შეხვედრა უწმინდესთან ბეჭდვა ელფოსტა

ucmindestan.jpgმოძრაობის ხელმისაწვდომი გარემოსათვის და კოალიციის წევრები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს შეხვდნენ.

შეხვედრა მოძრაობის ლიდერების თხოვნით შედგა, რომლის მიზანიც  ფიზიკური გარემოს ადაპტირებისა და თანაბარი პირობების შექმნის საქმეში საპატრიარქოს მხარდაჭერის მოპოვება იყო. თუკი, ეკლესია მისცემდა სხვებს მაგალითს და მოახდენდა ეკლესიასთან მისასვლელი გზის ადაპტირებას, მას აუცილებლად მიბაძავდენ სხვა სახელმწიფო, თუ კერძო პირები და ქალაქის ადაპტირების პრობლემები უფრო ეფექტურად გადაიჭრება და მოგვარდება.

უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა მოძრაობის წევრები და მხარდაჭერაც აღუთქვა მათ.

შეგახსნებთ რომ, უახლოეს მომავალში, მოძრაობა ხელმსიაწვდომი გარემოსათვის საკუთარი სახსრებით მოახდენს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს სახელობის ეკლესიასთან მოსასვლელი გდზის ადაპტირებას.