14 ივნისი III გამოფენა - ფორუმითა და დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნა ბეჭდვა ელფოსტა

dsc_0882.jpg14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე III გამოფენა - ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სფეროში მომუშავე 48 სამთავრობო, საერთაშორისო და  და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო. გაიმართა დებატები ინვალიდობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე. ღონისძიების დაკსვნით ნაწილში კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა და ტრადიციად იქცა, მიზნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირებას; სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, თემისადმი საზოგადოების ინტერესის გაღრმავებასა და dsc_0559.jpgცნობიერების ამაღლებას ისახავდა. 

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, გამოფენა-ფორუმზე მონაწილეობას პოლონეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

მესამე გამოფენა-ფორუმი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში. ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით. ორგანიზატორები იყვნენ - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ორგანიზაცია ”გადავარჩინოთ ბავშვები”.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ბატონმა, ჯონათან კონლიმ, ფედერაცია ”გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს ოფისის დირექტორმა ლესლი ვილსონმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, თბილისის სოციალურ საკითხთა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა dsc_0555.jpgქაცარავამ, კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ხელოვნების წარმომამადგენლებიც შედიოდნენ, თერთმეტ სხვადასხვა ნომინაციაში 13 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა dsc_0694.jpgვინაობაც საზოგადოებისთვის მხოლოდ III გამოფენა - ფორუმის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა ცნობილი.

 

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

 

მაია ხოშტარია და შალვა მაისურაძე - (ნომინაცია - ივნალიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ფოტო);

დოკუმენტური ფილმი ”პანდუსი” (რეჟ. ლაშა კიკვილიშვილი და კაკი ყიფშიძე);dsc_0738.jpg

ნუცა კოპალიანი - (ინტერნეტ-ტელევიზია www.itv.ge )

ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” – (საერთაშორისო ორგანიზაცია);

პროექტი - ”ვიაროთ ერთად უკეთესი მომავლისაკენ” – (განმახორციელებელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეწარმეთა დასაქმების კავშირი.  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი);

კიკალასტუდიოTV – ”საუკეთესო სოციალური სარეკლამო ვიდეო რგოლი);

ლანა ბერიძე - (ნომინაცია საუკეთესო სტატია, სტ. - ”ინვალიდობა არის გარემოში, ხედვაში და არა - ადამიანში”.,  გაზ. ”რეზონანსი”, 14 მაისი, 2011 წ.);dsc_0871.jpg

კომპანია ”ჯეოსელი” - ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებელის მქონე კომპანია

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ”ყველაზე ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყება”,

თავისუფალი უნივერსიტეტი - ”ყველაზე ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისთვის”

დიმიტრი შაშკინი - წლის ინტერესთა დამცველი ხელისუფრების მხრიდან

რატი იონათამიშვილი - წლის ინტერესთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.dsc_0896.jpg

 

დასასრულს ორგანიზაციის მხარდამჭერმა, კომპანია ”ზარაფხანამ” სპეციალური პრიზი ინვლაიდობის მქონე პირთა კეთილდღეობისათვის შეტანილი წვლილისა და თემის პოპულარიზაციისათვის რატი იონათამიშვილს გადასცა, ხოლო ჯეოსელმა ყველა გამარჯვებული დააჯილდოვა.