წვყილთა ავტორბოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით ბეჭდვა ელფოსტა

rally-1.jpg20 მაისს, თბილისში, კოსტავას გამზირი, სააკაძის მოედნიდან მორკინალამდე, პირველად ჩაიკეტა. ამის მიზეზი ამ ავტორბოლის გამართვა იყო რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პროფესიონალი ავტომბროლელები და მათი მეგობრები იღებნენ. ავტორალის მიზანი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოულარიზაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზით თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში ავტორალი ეტლით მოსარგებლე პირების მონაწილეობით პირველად გაიმართა. წყვილთა რბოლაში მონაწილეობა 32–მა მოყვარულმა და პროფესიონალმა ავტომბროლელმა მიიღო.

წყვილთა ავტორბოლა პროექტის „ქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ ფარგლებში, ქ. თბილისის მერიის17.jpg პატრონაჟით გაიმართა. სულ 8 გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ერთი პროფესიონალი ავტომბროლელი და ერთიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შედიოდნენ, რვა სპონსორი და მხარდამჭერი წარმოადგენდა: ბილაინი, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, გალფი, ბარამბო, ავერსი,  ორგანიზატორთა გუნდი და ქ. თბილისი მერია.

ფინალში ერთმანეთს კომპანია „ბილაინისა“ და „თეგეტა მოტორსის“ გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც თეგეტა მოტორსის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი კი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გუნდმა მოიპოვა.

 rally.jpg

„თეგეტა მოტორსის“ გამარჯვებულ გუნდში ზაქრო ხარხელაშვილი, რატი იონათამიშვილი, გოგი ჩაჩანიძე და ზურა ბეჟაშვილი აპარეზობდნენ. ღონისძიების წამყვანები ნანიკო ხაზარაძე, გოგი ჩანადირი და ანუკა ნაკაშიძე იყვნენ.

7.jpgგამარჯვებული სამი გუნდის წევრებს  ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა კომპანია „ბილაინმა“ მობილურები გადასცა. „თეგეტა მოტორსმა“ ყველა მონაწილეს სპეციალური პრიზები გადასცა, მონაწილეებს ტკბილეულით სიგრილის გენერალური სპონსორი „ბარამბო“ გაუმასპინძლდა, ხოლო გამარჯვებულებმა „ბაგრატიონი“ ცქრიალა ღვინით აღნიშნეს გამარჯვება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მათი სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობაა, ამ მიზნით პროექტის ავტორები და ორგანიზატორები, მხარდამჭრთა დახმარებით, მომავალშიც არაერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ, რომლებშიც უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი იქნება ჩართული.

 

15.jpg