აქცია ბრიფინგი – "მე ვიცავ უფლებებს" ბეჭდვა ელფოსტა

390088_557469764268387_1504531156_n.jpg9 ნოემბერს, ექსო ჯორჯიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა – „კოალიცია მდამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ თავის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად გამართეს აქცია–ბრიფინგს – „მე ვიცავ უფლებებს“.

აქციის მიზანი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ამ პროცესებში სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების როლის განსაზღვრა და გააქტიურება იყო.

ბრიფინგზე განცხადებული იქნა შემდეგი მიმართვა:

"ჩვენ, როგროც შშმ პირთა უფლებების დამცველი მოტივირებული ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ შეცვალოთ თქვენი შეხედულება შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების მიმართ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებისადმი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენს მიერ საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ინტერესების, რასაც სწორედ, განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების დაცვის გარეოს 2006 წლის კონვენცია.

ასევე გვინდა განვაცხადოთ რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა უფლება31016_55746.jpgდამცველმა ორგანიზაციებმა, საზოგადოების აქტიურმა წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მოეხდინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს 2006 წლის უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება და ჩვენი ქვეყანა გადასულიყო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. ჩვენ ამ კონვენციის რატიფიცირებისთვის მისი მიღების დღიდან ვიბრძვით, კარგად გვაქვს შესწავლილი ნებისმიერი ასპექტი  და მიგვაჩნია, რომ ის არგუმენტები, რომელიც აქამდე ოფიციალურად ცხადდებოდა და რის გამოც უფლებამოსილი პირების მიერ აიხსნებოდა კონვენციის არ–მიღება – „თითქოს დაკავშირებულია განსაკუთრებულ ხარჯებთან, ან ქვეყანას კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულების რესურსი არ გააჩნია“, წარმოადგენს მითს და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ აღნიშნული კონვენციის მიღება იქნება პანაცეა, თუმცა  თითოეულ შშმ პირს მისცემს საშუალებას მოითხოვოს და უკეთ დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები.

20229_557469320935098_1376465206_n.jpgვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უმოკლეს ვადებში წარუდგინოს აღნიშნული კოვენცია რატიფიცირებისთვის. მით უმეტეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საჯაროდ დააფიქსირა, რომ უმრავლესობა მზად არის იმუშაოს და მხარი დაუჭიროს აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებას. ცხადია, როგორი მზაობაც არ უნდა გამოთქვას პარლამენტმა, ეს ვერ მოხერხდება, თუ კონვენცია არ იქნა წარდგენილი პარლამენტში პრეზიდენტის მიერ. აქვე დავძენთ, რომ ახლოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე – 3 დეკემბერი, რა დროისთვისაც სასურველია მოხდეს კონვენციის ვიზირება პარლამენტში. სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ სამოქალაქო პროტესტის სხვა ზომებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუქცევად პროცესად იქცეს ჩვენს ქვეყანაში.