პრმიერ-მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭო განცხადებას ავრცელებს ბეჭდვა ელფოსტა

bizina.jpgსაბჭოს წევრების ინიციატივა მუშა ჯგუფსა და სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს   

 

პატივცემულო საზოგადოება,

ვინაიდან პრემიერმინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს წესებისა  და რეგულაციების შემუშავების პროცესი ობიქტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო მნიშვნელოვნად გაიწელა და აცდა დათქმულ ვადებს, ამასთან ახლოვდება საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის ვადა, საკოორდინაციო საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემოვდივართ ახლი ინიციატვით.

ამასთან გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენ, საკოორდინაციო საბჭოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრები დიდ მიღწევად მიიჩნევ საქართველოში საკოორდინაციო საბჭოს არსებობას, რაც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული საქმიანობის შედეგია და სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული საბჭოს მუშაობის ხელშეწყობასა და განვითარებაში.

 

აუცილებელია არსებული მიღწევები შენარჩუნდეს და განვითარდეს, ამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და კოორდინირებულად. პრაქტიკამაც ცხდყო, რომ მხოლოდ ერთიანობით და ერთმანეთის გვერდზე დგომით არის შესაძლებელი რეალური შედეგების მიღწევა. დავით და ქიშპობით საქმე მხოლდ და მხოლოდ დაზარალდება.

 

საბჭოს (არასამთავრობო სექტორიდან) წევრები  ვავრცელებთ  წინადადებას და შესაბამის მოქმედების გეგმას საკოორდინაციო საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ:

 

1.         სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული  შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს არჩევნების ერთიან ფორმატზე  “საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ”, შეთავაზებული ვერსიები ან ვერსია წარედგინოს სფეროში მოქმედ ორგანიზაციათა საერთო კრებას  საორიენტაციოდ 15-20 მარტისათვის, რომლის ორგანიზების ტექნიკური დახმარება საბჭოს წევრების მიერ ეთხოვოს სამდივნოს, სადაც დღის წესრიგის მთავარი საკითხი  იქნება “საბჭოს წარმომადგენლების არჩევის წესის” დამტკიცება.

-                      ეს ინფორმაცია სამდივნომ გაავრცელოს ორგანიზაციებში კრებაზე დარეგისტრირების თხოვნით, რასაც თთან უნდა ახლდეს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული  “საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ”, შეთავაზებული ვერსია ან ვერსიები;

-                      საერთო კერებაზე მოიწვიოს სახალხო დამცველის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები -სასურველია ნოტარიუსიც

2.         დამტკიცებული წესების მიხედვით  მომდევნო ყრილობა ჩაინიშნოს არაუგვიანეს 15 -20 აპრილისა.

 

3.         სფეროში მოქმედ ორგანიზაციათა საერთო კრების (პირველი ყრილობის)  მიერ მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართვა საბჭოს სხდომის თარიღის ერთი თვით გადაწევის შესახებ.

 

P.S. თუ ყრილობა დაამტკიცებს წესს რომლის მიხედვითაც , საბჭოს ერთხელ უკვე არჩეულ წევრს განმეორებით არ აქვთ უფლება იყვნენ არჩეულები მომდევნო არჩევნებზე, საბჭოს ამჟამინდელ წევრებ გრძნობენ მორალურ ვალდებულებას უარი თქვან მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობაზე.