რიჩარდ ნოლანდი: თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბეჭდვა ელფოსტა

elchi_1.jpg2013 წლის 12 მარტს  აშშ-ს  ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გაიმართება კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეტლების სოციალურ საწარმოში გაიამრთა, პრეზენტაციას, აშშ-ს ელჩთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პრეზენტაცია ორგანიზებული იყო კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და ნეიროგანვითარების ცენტრი მიერ და მისი გამართვა შესაძლებელი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი” ფარგლებში გახდა შესაძლებელი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების: ხალი, მსუბუქი ელექტრო ეტლი და ეტლით მოსარგებლეთა ჯდომის კორექციის საშუალებები. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება თავად გამოსცადა აღნიშნულ პროდუქციას და გაეცნობა მათ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ, აშშ-ს ელჩა რიჩარდ ნოლანდმა დაelchi_2.jpg საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართს საზოგადოებამ.

რიჩარდ ნოლანდმა განაცხადა: „ქართველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართლაც გმირები ხართ, რადგან არაადაპტირებულ გარემოს არ ეგუებით და თქვენ მაინც ახერხებთ გადაადგილებას.  თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი,  გიორგი ძნელაძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამერიკელი ხალხი მომავალშიც განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას“

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა მზაობა ელექტრო ეტლების ბენეფიციარებისთვის შეძენის თაობაზე.

პროექტი “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი”, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას. ამასთანავე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირება” მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას და ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის გაზრდას.