შშმ პირები 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ბეჭდვა ელფოსტა

564512_647296491952380_364710772_n.jpg2013 წლის 5 აპრილს, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და ცენტრალური საარჩევნო კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დეტალურ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც შუალედური არჩევნების დროს იგეგმება შშმ პირთა საარჩევნო პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობისთვის. კერძოდ,  შუალედურ არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობას მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ, ხოლო მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები ისარგებლებენ ბიულეტენის ადაპტირებული ჩარჩოთი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მობილური ჯგუფებით საარჩევნო უბნამდე გადაადგილება“ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პირველად განხორციელდა. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კი მობილური ჯგუფების საშუალებით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 98  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.