შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების პროექტი ბეჭდვა ელფოსტა

პროექტის მიზანი: გააძლიეროს შშმ პირთა ორანიზაციები თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში, რათა შშმ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს მიეცეთ თავიანთ თემებში მიმდინარე განვითარების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა.

სამიზნე ჯგუფები და პროექტის განახორციელების ადგილები:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება თბილისსა და დასავლეთ საქართველოში.

  განხორციელების პერიოდი

2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე

 

ამოცანები

  • შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერება თბილისში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში;
  • დასავლეთ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების გაძლიერება ახალგაზრდა შშმ ლიდერების გამოვლენისა და ტრენინგების გზით; 
  • სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფო სტრუქტურებსა და განვითარების პროგრამებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით;

 

ძირითადი საქმიანობები / მიღწევები

  • თბილისსა და დას. საქართველოს  ოთხ რეგიონში           მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციების უნარებისა და       კვალიფიკაციის ამაღლება ადვოკატირებაში, მონიტორინგში, პროექტების შემუშვებასა და მართვაში;
  • დასავლეთ საქართველოში მოქმედ  შშმ პირთა ორგანიზაციების ეფექტური ქსელის შექმნა;
  • იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ლიდერობისა და  ადვოკატირების კუთხით ძლიერი ახალგაზრდა შშმ ლიდერთა გუნდების შექმნა.
  • შშმ პირთა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შემუშავება და  საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
  •   გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა.
  •   შშმ პირთა საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

 

 

usa-ge-smole.jpg

  ge1.jpg

 

  • ·