ეტლით მოსარგებლე პირებმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინეს ბეჭდვა ელფოსტა
487546_10201411641602640_1121390287_n.jpg2013 წლის 12 მაისს, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - ხუთმა ეტლით მოსარგებლე პირმა თბილისის ზღვას პარაპლანით გადაუფრინა! გაფრენის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა: "მინდა, ყველა ჩემს მეგობარს მივულოცო ეს წარმატება! ყველას გვახსოვდეს, რომ შესაძლებლობებს შეუზღუდვია და არავის აქვს უფლება ჩვენი შესაძლებლობები ვერ დაინახოს, ხოლო საჭიროებები და ინტერესები არ გაითვალისწინოს! მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად არაერთი ჩვენი მეგობარი გადმოფრინდა და ყველა მათგანისთვის ეს პირველი იყო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს: გოგა კოხრეიძეს, თიკო რევაზაშვილს, ირმა ხეცურიანს, გიგა არველაძეს, ნიკა დონჯაშვილს, დიანა ველენგურსკაიას, გოგი ჩაჩანიძეს, შაკო მაისურაძეს, ლევან ტალახაძეს, გია ძნელაძეს, თამუნა ნადირაძეს, ნანიკო ხაზარაძეს, ხატია გავაშელს, პარაპლანის ფედერაციას, ინსტრუქტორებს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში! ასევე, განსაკუთრებული მადლობა, კომპანია "თეგეტა მოტორსს" მხარდაჭერისთვის. თეგეტა მოტორსი იყო ღონისძიების ერთადერთი და გენერალური სპონსორი". ეს იყო პირველი პრეცედენტი მთლიანად საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორიაში, რის შედეგებსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენთაგანი დღითიდღე უფრო მეტად ვიგრძნობთ!"
 
შშმ პირთა პარაპლანით ფრენის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული კავშირი "თანაბარი უფლებებისთვის" იყო, რომლისთვისაც ეს პირველი  მსგავი ღონისძიებაა (ხელმძღვანელი შაკო მაისურაძე), სპეციალური კონსტრუქცია კი, რითაც გაფრინდნენ ეტლით მოსარგებლე მონაწილეები გოგა კოხრეიძემ და ლევან ტალახაძემ დაამზადეს.. ღონისძიება ქ. თბილისის საკრებულოს პატრონაჟით გაიმართა!