საქართველოს პარლამენტის წევრები ერთმანეთს ეტლებით გაეჯიბრნენ ბეჭდვა ელფოსტა

1011173_680219425326753_1028871564_n.jpg12 ივნისს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის სპორტული აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ეტლით მოსარგებლე პირებმა და  საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს. აქციის მიზანია: კანონმდებლობის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების უკეთ გაცნობა და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი გათვალისწინება. 

აქციაში მონაწილეობდნენ: თამარ კორძაია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიგი წერეთელი, გოგა ხაჩიძე, დავით ლორთქიფანიძე და გედევან ფოფხაძე.ღონისძიებას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აზერბაიჯანიდან.

სოლიდარობის სპორტული აქცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების968930_680216918660337_1998840265_n.jpg საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი - ”შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ახორციელებს.