ცეკვით დაცული უფლებები! ბეჭდვა ელფოსტა

_mg_4460.jpg14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში.  რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე  შშმ ახალგაზრდებმა პროესიონალ მოცეკვავეებთან ერთად  პირველი ფლეშმობი  გამართეს, მაყურებლის წინაშე ფრისტაილი იცეკვეს და საზოგადოებას მათი ინტერესების დაცვისა და მიღწევების დაფასებისკენ მოუწოდებს...

 

მიუხედავად იმისა, რომ ფლეშმობი 3 წუთის განმავლობაში მიმდიანრეობდა, მან საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია და ტელეკომპანიაsalto1.jpg „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პირველივე დღეს ფლეშმობის ვიდეო სოციალურ ქსელ „იუტუბზე“ ინტერნეტის 500 მომხმარებელს ქონდა ნანახი. ფლეშმობის შემდეგ მონაწილეები საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირთა ჰიპ-ჰოპისა და სხვა თანამედროვე ცეკვების განვითარებზე მუშაობენ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გააქტიურება და უფლებებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციასთან.

 

flesh.jpgფლეშმობი გაიმართა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი - ”შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ახორციელებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორი: „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ და ერთადერთი გადაცემა შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე - „ჩვენ აქ ვართ“ (რადიო „იმედი“).   მედია მხარდამჭერი - ტელეკომპანია „იმედი“. ქორეოგრაფი: „თამარ მიხელაშვილი“. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მადლობას უხდის სტუდია „როიალარტს“, რომელმაც უფასოდ დაუთმო დარბაზი მონაწილეებს რეპეტიციებისთვის.