კდც-ს ინიციატივით გიორგი მარგველაშვილი შშმ ლიდერებს შეხვდა ბეჭდვა ელფოსტა

margvelashvili_dzneladze.jpg6-12 ოქტომბერს, სენაკში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ეტლით მოსარგებლეთა აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების სასწავლო ბანაკს აწყობს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 20-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს მონაწილეობას. 7 ოქტომბერს, სასტუმრო „ეა“-ში, პრეზიდენტობის კანდიდატი, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, გიორგი მარგველაშვილი ხსენებული ბანაკის მონაწილე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა, რომლებმაც კანდიდატს გააცნეს ამ სფეროში არსებული პრობლემები, საჭიროებები და შესაძებლობები. ასევე მოისმინეს ბატონი მარგველაშვილის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე შშმ პირებს მიმართა და განაცხადა: „ჩვენ შევხვდით კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წევრებს მათ ბანაკში სადაც ისინი გადიან ადაპტაციის პროგრამას ჩვენ ვილაპარაკეთ მიმდინარე პროცესებზე რაც ამ მიმართულებით არსებობს, მაგრამ მთავრობა გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს და აგრეთვე გარკვეული საკაონმდებლო დოკუმენტების მიღება არის დაგეგმილი, მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციაში გვეყოლება სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საგანგებოდ შშმპ-თა საკითხე იქნება ვალდებული, რომ იმუშაოს და ბუნებრივია პრეზიდენტიც იმუშავებს ამ ჯგუფებთან.“

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავნჯდომარემ გიორგი ძნელაძემ აღნიშნა, რომmargvelashvili_shshmpebtan.jpg პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივას მიესალმება: „იმის გამო რომ არ არსებობს კომუნიკაცია ხელსუფლებასა და თვითონ შშმ პირებს შორის, ჩნდება ძალიან ბევრი პრობლემა. ეს კომუნიკაცია შედგება თუ კონსულტანტი იქნება შშმპ ებთან ერთად იქნება წარდგენილი მთავრობის დონეზე, ჩვენ ამის მზაობას ვხედავთ და მივესალმებით.“

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა: „შშმ პირთა უფლებების 2006 წლის გაეროს კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშრებით, ეხლა ვართ ამ ეტაპზე, ყველა კომიტეტმა მოგვცა დადებითი დასკვნა და არჩევნების შემდეგ პირველივე სესიაზე გავიტანთ დასამტკიცებლად, რაც თქვენ მოგცემთ შესაძებლობას, გარემო  იყოს ადაპტირებული.“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ეწვია ბანაკს, აღნიშნა: „სანამ კონვენცია დამტკიცდება, ბოლო კომიტეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვამზადეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეეხება საჯარო ინფრასტრუქტურას, სავალი გზის ნაწილის ადაპტირებას  და 20 სანტიმეტრიანი ზღუდის მოხსნას.“

აღნიშნული ბანაკი იმართება პროექტ საქართველოს ეტლების წარმოების ქსელის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან ერთად, USAID-მხარდაჭერით.