შეხვედრა მერიაში - თბილისს 100 ახალი ადაპტირებული ავტობუსი შეემატება ბეჭდვა ელფოსტა

meria1.jpgმომავალ წელს, თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს, რის შედეგადაც, ქალაქს 100 ახალი ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსი შეემატება. თითოეული მათგანი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები. ასევე, ავტობუსები აღჭურვილი ქნება კონდინცირების სისტემით. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში მერის მოადგილე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებ, შშმ პირთა  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე პრეზენტაცია თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პოლიტიკურ მიმართულებათა პროგრამების მენეჯერი რატი იონათამიშვილი და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის თავმჯდომარე გიორგი კოხრეიძე.

 

 

„იყო ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, რადგანაც ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით,meria2.jpg შეიძლება ითქვას, რომ სახელმწფოს ტენდერი პირველად ცხადდება. მე ვიმედოვნებ, რომ ეს შექმნის პრეცენდენტს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაც გადამდები იქნება. ჩვენ მიგვაჩნია რომ პრობლემა არ არის არც ეტლი და არც თეთრი ხელჯოხი, არამედ ის გარემო, რომლის პირობებშიც ჩვენ არ გვეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების შანსი. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქალაქის მერიასთან. მსგავსი პროექტები იქნება უფრო დახვეწილი, რადგანაც მათ განხორციელებაში, ჩვენი, როგორც შშმპ პირთა ჩართულობა იქნება მაღალი." - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.