21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა ბეჭდვა ელფოსტა
21_march_2.jpgკოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს წინ აქვია გამართა. აქციის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძელბლობის სტატუსი მიენიჭოს დაბადებიდან.

არსებული სიტუაციით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სტატუსი მხოლოდ 5 წლის ასაკის ზევით ენიჭებათ. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სოციალური ბენეფიტებით, რაც პირდაიპრ დისკრიმინაციას წარმოადგენს. 

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შშმ პირთა ორგანიაციები, დაუნის სინდრომის მქონე პირები, მშობლები, სტუდენტები, მოხალისეები და უფლებადამცველები.