ბოჩა ბეჭდვა ელფოსტა

10-15 ივლისს, კიუსტენდილში, ბულგარეთში პოლონური ორგანიზაცია “START”-ის მიერ, პროექტ “ბოჩა - ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შშმ პირებისათვის პარაოლიმპიური სპორტის განვითარების გზით” ფარგლებში, პროექტის წევრი ქვეყნების წარმომადგებლების შეხვედრა გაიმართა. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა - ერასმუს+ის მიერ. 

შეხვედრაზე განიხილებოდა სპორტის სახეობა ბოჩას განვითების გეგმა პროექტის წევრ ქვეყნებში: საქართველო, პოლონეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მაკედონია. პროექტის კოორდინატორია პოლონური ორგანიზაცია START. შეხვედრის დროს მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ ახალი სპორტის სახეობა.

საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბოჩას მეშვეობით მძიმე შეზღუდვების მქონე ადამიანები შეძლებენ ჩართონ აქტიურ სპორტში, რომელიც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. 

სპორტის ტრენერები საქართველოს გაზაფხულზე ეწვევიან, პროექტი კი პოლონეთში ბოჩას საერთაშორისო შეჯიბრით დასრულდება.

boccia_1.jpgboccia_2.jpgboccia_4.jpgboccia_6.jpgboccia_7.jpg