ტრენინგი გურიისა და აჭარის რეგიონებში ბეჭდვა ელფოსტა
მიმდინარე წლის 12-13 აპრილს “კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” მორიგი ტრენინგი ჩაატარა აჭარის და გურიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. ტრენინგის თემა იყო “გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაცის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე”.ტრენინგი ჩატარდა პროექტის -“შშმ პირთა სამართლებრივი ადვოკატირება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული იურისტები დასავლეთ საქართველოს სამართლებრივი ადვოკატირების ჯგუფიდან - უფლებადამცველი - სოფიო კუპატაძე და იურისტი - ქეთევან სვანაძე.
ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, ყველა თემის გავლის შემდეგ მსმენელები სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მსჯელობის შედეგად იღებდნენ პასუხებს. გამოიკვეთა საკითხის აქტუალობა და ინდორმაციის დეფიციტი მუნიციპალურ დონეზე, რასაც კოალიცია შეეცდება შემდგომი შეხვედრებითა და ელექტრონული მიმოწერის რეჟიმში განავრცოს.
13040976_1328949607120395_3945037384853481212_o.jpg13063078_1328949473787075_6507747181665721022_o.jpg13002530_1328950233786999_3866585347271364574_o.jpg13002530_1328950233786999_3866585347271364574_o.jpg13063078_1328949473787075_6507747181665721022_o.jpg