ტრენინგების სერია ადვოკატებისათვის ბეჭდვა ელფოსტა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით კოალიციამ 2016 წლის მაისი-ივლისის თვეში განახორციელა ტრენინგების სერია ადვოკატებისათვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ადვოკატმა.


კოალიციის მიერ მომზადებულ 5-საათიან სატრენინგო მოდულს ასოციაციის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია/კრედიტ-ქულები და შევიდა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამაში. მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივ ადვოკატირებასთან ერთად მიმოიხილავს, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობა, რა ბარიერები და სტერეოტიპები არსებობს, როგორი მიდგომებია შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, რა მიდგომას და პრინციპებს ეფუძნება კონვენცია.


კოალიციის მიერ ადვოკატებისთვის გაზიარებულ იქნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ტრენინგის პროგრამასთან ერთად ადვოკატებს პასუხები გაეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. ტრენინგებზე ქეისების განხილვებისს სახით ხორციელდებოდა პრაქტიკული აქტივობები.


აღნიშნულ აქტივობას მხარს უჭერს USAID შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის ფარგლებში.

1._jpg.jpg2._jpg.jpg3._jpg.jpg4._jpg.jpg6._jpg.jpg7._jpg.jpg8._jpg.jpgimg_2634.jpgimg_2653.jpgimg_2654.jpgimg_2821.jpgimg_2822.jpgimg_3035.jpgimg_3140.jpgimg_3155.jpgimg_3233.jpgimg_3281.jpgimg_3619.jpgimg_3623.jpgimg_3628.jpgimg_3779.jpgimg_3802.jpgimg_3812.jpg5._jpg.jpg