ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის ფორუმის გენერალური ასამბლეა Print E-mail
13-14 მაისს, ესპანენთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის ფორუმის (EDF) გენერალური ასამბლეა. ასამბლეის პარაელურად მიმდინარეობდა კონფერენცია, რომელსაც წელს პირველად დაესწრო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონფერენციას უძღვებოდნენ EDF-ის დირექტორი, ევროკავშირის სხვადასხვა კომიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კოალიციისა და მისი პარტნიორების ძალისხმევით, EDF გააფართოვებს მუშაობის არეალს და განახორციელებს პროგრამებს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ დანარჩენ ევროპის ქვეყნებშიც. კონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვეს ხელმისაწვდომობის აქტის მნიშვნელობას და მისი არსებული სახით მიღების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ღონისძიების მსვლელობისას, კოალიციის წარმომადგენლები შეხვდნენ ბედ შეპარდს, Humans Rights Watch-ის ბავშვთა უფლებების განყოფილების დირექტორის მოადგილეს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებებსა და ამ კუთხით საქართველოში არსებული პრობლემებზე ისაუბრეს. გენერალური ასამბლეა EDF-ის გამგეობის წევრების არჩევით დასრულდა. კოალიციას საშუალება მიეცა არჩეული გამგეობის ხელმძღვანელისა და წევრებისთვის საკუთარი მოსაზრებები გაეცნო, რის შედეგადაც სამომავლო გეგმები დასახეს.
18641406_10154753708926973_417946076_o.jpg18641911_10154753708836973_428709637_o.jpg18641911_10154753708836973_428709637_o.jpg