აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების 5-დღიანი ბანაკი ბეჭდვა ელფოსტა

რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების სასწავლო 5-დღიანი ბანაკების ორგანიზებას ეტლით მოსარგებლეებისათვის მთელი საქართველოდან. ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში პირველი ბანაკი ჩატარდა 2018 წლის 14-18 სექტემბერს სასტუმრო 'ოქროს საწმისში' ანაკლიაში და მასში მონაწილეობა მიიღო 15-მა ეტლით მოსარგებლემ. ბანაკს უძღვებიან გამოცდილი ეტლით მოსარგებლე ტრენერები, რომლებიც მონაწილეებს ასწავლიან ეტლით გადაადგილების მარტივ, საშუალო და რთულ უნარ-ჩვევებს (წინსვლა, უკუსვლა, ეკონომიური სვლა, ე.წ. "ბალანსი" - უკანა ორ თვალზე დადგომა, პანდუსზე ასვლა-ჩასვლა, სხვადასხვა ზომის ბარიერის გადალახვა და ა.შ.), ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებს ("ტრანსფერები" - ეტლიდან გადაჯდომა სხვადასხვა ზედაპირზე და უკან დაბრუნება, თვითმომსახურება, დამოუკიდებლად გახდა/ჩაცმა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.); სხვადასხვა კუნთების ვარჯიშები; წონისა და ზეწოლის გადანაწილების ვარჯიშები და ა.შ. ბანაკის მსვლელობის მანძილზე ასევე ეწყობა სხვადასხვა სპორტული თამაშები და შეჯიბრებები ეტლით მოსარგებლეთათვის (მშვილდოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, სპრინტი, სლალომი, ბოჩა) და თეორიული სესიები სხვადასხვა საკითხებზე: ზურგის ტვინის დაზიანების დონეები; შარდის ბუშტი და მისი მოვლა; ნაწოლების პრევენცია და მკურნალობა; ეტლის მოვლა და შეკეთება; დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია; შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები. ბანაკის ბოლო დღეს მოეწყო გასვლითი ღონისძიება და შეჯიბრი ბათუმში, სადაც რეალურ გარემოში მოხდა იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოცდა და გამოყენება, რომელიც ბანაკის მონაწილეებმა ბანაკის მსვლელობის მანძილზე შეიძინეს. აღნიშნული ტიპის ბანაკები და აქტიური რეაბილიტაციის მეთოდები მეტად მნიშვნელოვანია ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და საბოლოო ჯამში, დიდად უწყობს ხელს მათი ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ცხოვრებაში. აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების 5-დღიანი ბანაკი ჩატარდა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი (აშშ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის USAID-ის მხარდაჭერით. 

42420476_2329082900440389_3064751442515460096_n.jpg42432963_2329081703773842_5824671236214489088_n.jpg42455568_2329082807107065_6684188836043423744_o.jpg