ახალგაზრდა ინვალიდთა გუნდები ახდენენ სოციალურ გარდაქმნებს
პროექტის მიზანი: დაეხმაროს ქართველ და აფხაზ ახალგაზრდა ინვალიდებს მიიღონ თანამედროვე გამოცდილება და ადგილებზე განახორციელონ საქმიანობა, რომელიც მიმჿრთულ იქნება ინვალიდთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციაზე. პროექტი, ასევე მიზნად ისახავს ამ სფეროში მოღვაწე ქართულ-აფხაზური არასამთავრობა ორგანიზაციების თანამშრომლობის - გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას პროექტის განხორციელების მიზნით კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აფხაზეთში მოქმედი ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია აისი ადგილებზე განახორციელებენ შემდეგ საქმიანობას:

 

ტრენინგ-სემინარები

-         ინვალიდობის გაცნობიერებაზე (სტერეოტიპები და თანამედროვე მიდგომები);

-         ინვალიდთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვაზე;

-         ურთიერთ მხარდაჭერის ჯგუფების განვითარებაზე 

-         ლიდერობაზე (ტრენინგი ტრენერებისათვის).

ინვალიდობის გაცნობიერებაზე ტრენინგ-სემინარები და გაკვეთილები მოეწყობა სკოლის მასწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინვალიდობის საკითხებზე. ტრენინგ-სემინარები, ასევე მოეწყობა ინვალიდების და მათი ოჯახის წევრებისათვის.

 

ინვალიდობაზე ობიექტური საზოგადოებრი აზრის დამკვიდრებისათვის

-         სოციალური კლიპების შექმნა ინვალიდობაზე;

-         დოკუმენტური ფილმის შექმნა ინვალიდობაზე;

-         კონკურსი საუკეთესო სტტიებზე ინვალიდობის თემაზე;

-         ფესტივალებისა და სატელევიზიო ჩვენების ორგანიზება;

-         მედია კომპანიების ორგანიზებაა

 

პროექტით, ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი აქციების მოწყობა და მიკრო პროექტების განხორციელება ხელმისაწვდომ განათლებაზე და ინვალიდთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლაბების დაცვაზე. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ბროშურა, რომელშიც აისახება დაგროვილი გამოცდილება.

 

პროექტს წარმართოს ახალგაზრდა ინვალიდ-აქტივისტთა გუნდი. გუნდში მუშაობენ სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც უცხოეთის ექსპერტების დახმარებით გაიარეს შესაბამისი მომზადება. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ქსელური პროექტის - ახალგაზრდა ინვალიდები ხელმისაწვდომი განათლებისათვის - ფარგლებში. ეს პროექტი უკვე 2 წელია წარმატებით მოქმედებს აზრერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში და რუსეთში.

 
პროექტი ხორციელდებოდა კოალიციის პარტნიორი ორგანიზაციების ინვალიდთა მსოფლიო ინსტიტუტისა (აშშ) და ინვალიდთა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია პერსპექტივას პროექტს ფინანსურად მხარს უჭერდა ეუთო ბელგიის მთავრაბის დახმარებით.