ინვალიდობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

dsc_6522.jpgსაქართველოში, დღემდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ყოველნაბიჯზე ირღვევა - ინფრასტრუქტურა არახელმისაწვდომი, საზოგადოების დამოკიდებულება ნეგატიური, ხოლო კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმები არაეფექტური რჩება. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სამართლებრივი და უფლებათადაცვითი პრეცენდენტები  დღემდე არ არსებობს, ან მინიმალურია და არ არსებობს საზოგადოების მხარდაჭრით.

სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირებასა და უფლებების დაცვის საკითხებს, ასევე, უფლებათადამცველი ორგანიზაციების, ამ კუთხით, მუშაობის გააქტიურებასა და გაღრმავებას მიეძღვნა 1 აპრილს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: სახალხო დამცველის ოფისი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ადვოკატთა ასოციაცია. კოალიციის წევრი ორგანიზაციები, სფეროში მომუშავე უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები და ექსპერტები. ორგანიზატორები იყვნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობა საქართველოში და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ფასილიტატორი - ბესარიონ ბოხაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შეზღუდული dsc_6523.jpgშესაძლებლობის თემაზე არსებული უფლებათადარღვევის ფაქტები, მოხდა საზოგადოების ინფორმირება სამართლებრივი ადვოკატირების რესურსებსა და მექანიზმებზე,  განისაზღვრა კონკრეტული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

”ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთარი უფლებების დასაცავისთვის იბრძვის, ამ დროს არამარტო საკუთარ პრობლემებს ლახავს, არამედ, თითოეული მსგავსი პრობლმის მქონე ადამიანის უფლებებს იცავს. ამიტომ საჭიროა, როგორც ჩვენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე უფლებათადაცვითი ორგანიზაციების გააქტიურება ამ მხრივ, რათა შეიქმნას წარმატებული სამართლებრივი პრეცენდენტები და მოხდეს თანაბარი პირობების უზრუნველყოდა” - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს რატი იონათამიშვილმა.