კონფერენცია შშმ პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობის შესახებ
535434_10151442439502954_2008689810_n.jpg27 თებერვალს IFES–მა და კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) კონფერენცია გამართეს, სადაც, იმ საკანონმდებლო, სოციალურ და ფიზიკურ ბარიერებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შსმპ) სრულ პოლიტიკურ და საარჩევნო თავისუფლებას ხელს უშლის. კონფერენციას 70–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მთავარ მომხსენებელთა შორის იყო.
 
კონფერენცია აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსდა. მონაწილეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენცია განიხილეს. კონფერენციაზე საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესის გაადვილებაში და ხელმძღვანელ734346_10151442439532954_183053647_n.jpg როლებზე დანიშვნის გასაადვილებლად აღნიშნული კონვენციის როლზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონის ზოგიერთი პირობა გაეროს კონვენციას ეწინააღმდეგება და შეზღუდული ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების მქონე პირებს არჩევნებიში მონაწილეობას უკრძალავს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დამცველებმა და ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნების კეთილმოწყობაზე და ხმის მიმცემთა საინფორმაციო წყაროებში ჟესტური ენის ჩართვაზე ისაუბრეს. ერთერთმა მონაწილემ, ბათუმელმა სამართლის სტუდენტმა ღონისძიების შესახებ განაცხადა: IFES–ის სამოქალაქო განათლების კურსზე მიღებულმა ცოდნამ შთამაგონა. ჩვენ, ახალგაზრდებს გამოცდილება გვაკლია, მაგრამ თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მთავრობას პოლიტიკასა და სხვა სამოქალაქო საკითხებში თანაბარი ჩართულობის თხოვნით მივმართოთ.