შშმ პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად
img_0327.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას თბილისსა და რეგიონებში. ამ მიზნით 14-დან 20 მარტის ჩათვლით შშმ პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სასტუმრო „დიდუბე პლაზაში“ სამი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგები შემდეგ საკითხებს ეხებოდა:

 

საპროექტო განაცხადის მომზადება, ფონდების მოძიება და პროექტების მართვა;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირებ
თბილისში მოქმედ შშმ პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ტრენინგს დაესწრო 17 ორგანიზაციის 23 მონაწილე. მონაწილეებმა მოისმინეს თეორიული მასალა. დაიყვნენ ჯგუფებად. მიეცათ დავალება წარმატებული ადვოკატირების კამპანიის 8 წინაპირობის შესაქმნელად. ჯგუფებმა წარმოადგინეს შესრულებული სამუშაო, განსაზღვრეს წარმატების წინაპირობები. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგების პროცესებში. ყოველი თემის დასრულების შემდეგ მიდიოდა დისკუსია

 

14–15 მარტს ჩატარდა ტრენინგები ადვოკაირებაში. ტრენინგები ჩაუტარდათ თბილისში მომუშავე  შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

17, 18, 19 და 20 მარტს ჩატარდა ტრენინგები დასავლეთ საქართველოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.  ერთი ორდღიანი ტრენინგი ადვოკატირებაში და ორდღიანი ტრენინგი საპროექტო განაცხადის მომზადებაში, ფონდების მოძიებასა და პროექტების მართვაში. ტრენინგებში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი) მიიღო 15 ორგანიზაციის 25 წარმომადგენელმა. მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.