ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შშმ ამომრჩეველს შეხვდნენ

img_7295.jpg2013 წლის 16 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ინფორმაციის გაცვლა.

შეხვედრა, რომელსაც ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველი დაესწრო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ორგანიზებით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას“img_7275.jpg კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 2012 წლიდან ახორციელებს და ის მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის საარჩევნო პროცესებში სრულფასოვან ჩართულობასა და სამოქალაქო ინტერესების დაცვას ისახავს.